- პროექტის სახელწოდება: რუსი მწერლებისა და პოეტების ლიტერატურული ფსევდონიმები.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2წინადადებით : რუსულ ლიტერატურაში ფსევდონიმების გაჩენის მიზეზების გამოვლენა,ფსევდონიმების სახეების შესწავლა და მათი კლასიფიკაცია შესაბამის ჯგუფებად, რუსი მწერლებისა და პოეტების ფსევდონიმების ლექსიკონის შედგენა.ლიტერატურული ნაწარმოებები ავტორის მითითების გარეშე ცნობილია უხსოვარი დროიდან. მიზეზი ავტორის ინკოგნიტოდ დარჩენის ყოველთვის იყო სხვადასხვა.ზოგი ცდილობდა საკუთარი სახელის დამალვას,რათა აერიდებინათ ცენზურისა და საზოგადოების უკმაყოფილება,ან უბრალოდ ,ეს მოდური იყო. ფსევდონიმებს თავის ლიტერატუტულ შემოქმედებაში იყენებდნენ: პუშკინი,გოგოლი,ნეკრასოვი,ტოლსტოი,გორკი,ახმატოვა და სხვა.
- პროექტის აქტუალობა: ფსევდონიმების გაჩენის მიზეზების გამოკვლევა , (ფსევდონიმიკა-მეცნიერება ცრუ სახელების შესახებ).
- პროექტის მიზნები:ფსევდონიმები , როგორც ყველა დროისა და ხალხის ლიტერატურული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმსახურებენ სერიოზულ შესწავლას. ასეთ საინტერესო პროექტზე მუშაობა გაამდიდრებს მონაწილე მოსწავლეთა თვალსაწიერს,დაახლოვებს ლიტერატურასთან,გააფართოვებს მათი თვალთახედვის არეალს.
- მონაწილეთა ასაკი:11.-17წლ. , 6-12 კლ
- ვადები / ხაგრძლივობა: 3თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას : პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კვლევა-ძიების უნარს ,სშექმნიან ელექტრონულ ჟურნალს , ფოტოალბომს,ბროშურებს,ბუკლეტებს, მოაწყობენ ფოტოებისა და ნახატების გამოფენას, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,თანამშრომლობას ,რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.ნამუშევრის მასალები და შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნას რუსული ენისა და ლიტერატურის კურსის შესწავლისას სკოლებში, ფაკულტატურ მეცადინეობებზე,ბიბლიოთეკარის მუშაობაში.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :მუშაობის დროს გამოყენებული იქნა შემოქმედებითი კვლევის მეთოდები,ფსევდონიმების ანალიზი ლიტერატურულ-ინტერნეტ წყაროებიდან, ემპირიული (სტატისტიკური კვლევის რესურსები),ფოტო, აუდიო, ვიდეო რესურსები .
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურის, ენციკლოპედიის და ინტერნეტის საშუალებით, ფსევდონიმით მოვაწე ადამიანების ბიოგრაფიის და შემოქმედების ამსახველი ფოტო , ვიდეო , აუდიო, მასალების შეგროვება, ფოტოალბომის შექმნა, გამოფენის, ვიქტორინის.დისკუსიის გამართვა, პრეზენტაციის მოწყობა.ნაწარმოებების წაკითხვა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უარებს მრავალ საგანში: რუსული ენა :კითხვისა და თარგმნის უარ-ჩვევების გაუმჯობესება; ახალი ლექსიკური მასალის ათვისება; სხვადასხვა გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება. ისტორია :ეცნობიან ეპოქის ტრადიციებს ,დამახასიათებელ თავისებურებებს . ხელოვნება: ხელოვების სხვადასხვა დარგების გამოყენება ,ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობისას წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა. მოაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში( ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზეტაცია),პრაქტიკული უარ-ჩვევების ჩამოყალიბება. საინფორმაციო ტექნოლოგიები: იფორმაციის მოპოვება, დამუშავება,გაცვლა ისტ-ის საშუალებით.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):იზა შუხოშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: izashukhoshvili@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http:izashukhoshvili.blogspot.com
Sunday, November 9, 2014
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment